logo_geo
ისრაელის არმიაში ირანზე პასუხისმგებელი სამმართველო შეიქმნება
- +

18 თებერვალი. 2020. 22:38

 

 

ისრაელის არმიაში სპეციალური სამმართველო შეიქმნება, რომელიც მხოლოდ ირანზე იქნება ფოკუსირებული. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა თიმეს ოფ Iსრაელ-ი ავრცელებს.

 

როგორც ისრაელის თავდაცვითი ძალების სპეცსამსახურში განაცხადეს, ახალი სამმართველო ირანის საფრთხის ფონზე სამხედრო სტრატეგიისა და მოქმედებათა კოორდინაციის დაგეგმარებით იქნება დაკავებული.

 

„კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ამოქმედდება ირანისგან მომავალი საფრთხის ფონზე ახალი სამმართველოს შექმნაა, რომელსაც ბრიგადის გენერლის წოდების მქონე ოფიცერი გაუძღვება. სამმართველო დიდ ყურადღებას მიაქცევს სამხედრო სტრატეგიას და კონცენტრირებული იქნება ირანის მიმართულებით სამხედრო კამპანიის შემუშავებასა და დაგეგმარებაზე. ოპერაციის განხორციელება გენშტაბის პრეროგატივა იქნება“, - განაცხადა ისრაელის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა ჰიდაი ზილბერმანმა.

 

ცვლილება ხორციელდება ისრაელის თავდაცვითი ძალების გენშტაბის სტრუქტურის რეფორმირების ფარგლებში, რომლის ინიციატორია გენშტაბის ხელმძღვანელი ავივ კოხავი. არმიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცვლილებების მიზანია ისრაელის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ირანისგან მომავალი მზარდი საფრთხის ფონზე.

ცვლილებები მიმდინარე წლის ზაფხულში ამოქმედდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი