logo_geo
რუსეთი ჩინეთის მოქალაქეებს თავის ტერიტორიაზე შესვლას დროებით აუკრძალავს
- +

18 თებერვალი. 2020. 23:48

 

 

რუსეთი ჩინეთის მოქალაქეებს თავის ტერიტორიაზე შესვლას 20 თებერვლიდან დროებით აუკრძალავს. საუბარია ჩინეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში სამუშაოდ, სასწავლებლად, ტურისტული ან კერძო მიზნებისთვის ჩადიან.

 

გადაწყვეტილება კორონავირუსის ინფექციის გავრცელების აღკვეთის ოპერატიულმა შტაბმა მიიღო, რომელსაც ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა.

 

„2020 წლის 20 თებერვლის 00:00 საათიდან დროებით უნდა შეჩერდეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეების რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარზე შემოშვება“, - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი