logo_geo
NATO -ს პრესსპიკერი: დონბასში არსებული ვითარება მინსკის შეთანხმების პირობებს ძირს უთხრის
- +

19 თებერვალი. 2020. 11:29

 

NATO მიიჩნევს, რომ დონბასში არსებული ვითარება მინსკის შეთანხმების პირობებს ძირს უთხრის“, - განაცხადა  NATO-ს პრესსპიკერმა ოანა ლუნჯესკომ ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

უკრაინული მედიის ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსპიკერმა ოანა ლუნჯესკომ განაცხადა, რომ აუცილებელია, რუსეთმა ტერიტორიიდან ძალები გაიყვანოს. ამასთან, მისი თქმით, NATO მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

შეშფოთებულები ვართ რუსეთის მხრიდან მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის ესკალაციის გამო. ეს ძირს უთხრის მინსკის შეთანხმებებსა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობას. NATO მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია ოანა ლუნჯესკუს განცხადებაში, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი