logo_geo
ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა
- +

19 თებერვალი. 2020. 11:59

 

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, 24 საათში ვირუსის ახალი 1 749 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყანაში 29 იანვრიდან დღემდე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირებულია 75 000-ზე მეტი ადამიანი.

 

ვირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა იაპონიაშიც, სადაც ინფიცირებულთა რიცხვმა 613-ს გადააჭარბა, მათი ძირითადი ნაწილი პორტში გაჩერებულ საკრუიზო გემზე გამოვლინდა.

 

ვირუსის პრევენციის მიზნით ჩრდილოეთ კორეის შემდეგ, ჩინეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლას დროებით აუკრძალავს რუსეთი.

 

ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ვირუსის ახალმა შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კლების ტენდენციის მიუხედავად, ჯერჯერობით ნაადრევია იმის პროგნოზორება, თუ როგორ განვითარდება ეპიდემიასთან დაკავშირებული მოვლენები მომავალში.

 

კორონავირუსი ჩინეთის გარდა მსოფლიოს 27 ქვეყანაში ფიქსირდება. ინფიცირების შემთხვევები ფატალურად დასრულდა ჰონგ-კონგში, ტაივანში, იაპონიაში, ფილიპინებსა და საფრანგეთში.

 

big_banner
არქივი