logo_geo
კორონავირუსის გამო, შესაძლოა, iPhone 9-ის გამოშვება შეფერხდეს
- +

19 თებერვალი. 2020. 15:03

 

„Apple“-მა შესაძლოა საკუთარი საბიუჯეტო ფლაგმანის iPhone 9-ის გამოშვება დროებით გადადოს, რადგან ჩინელი მიმწოდებლები დევაისის მასიური წარმოების დაწყებას ვერ ასწრებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „Mydrivers“ ავრცელებს.

 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, „Apple“ iPhone 9-ის წარდგენას მარტის ბოლოს გეგმავს, ხოლო მის გაყიდვას აპრილის დასაწყისში დაიწყებს.

 

თუმცა, შესაძლებელია, ეს გეგმები არსებული სიტუაციიდან გამომდინარე საფრთხის ქვეშ დადგეს.

 

კომპანიამ საკუთარი ინვესტორებისთვის ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კორონავირუსის აფეთქების გამო მიმწოდებელი კომპანიები სამსახურებში იმაზე ნელა ბრუნდებოდნენ, ვიდრე კომპანიას ჰქონდა გათვალისწინებული.

 

ეს პრობლემები ახალი iPhone-ის მასობრივი წარმოების დროებით შემცირებას გამოიწვევს.

 

iPhone 9-მ A13 Bionic-ის პროცესორი უნდა მიიღოს. ასევე  შესაძლებელია, რომ  სმატფონმა გამარტივებული კამერაც მიიღოს.

 

big_banner
არქივი