logo_geo
დმიტრი პესკოვი: თუ თურქეთი იდლიბში ოპერაციას განახორციელებს, ეს მოვლენების ყველაზე უარესი განვითარება იქნება
- +

19 თებერვალი. 2020. 15:41

 

მოსკოვი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებებს გამოეხმაურა. პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, ანკარის მიერ სამხედრო ოპერაციის განხორციელება „ყველაზე უარესი მოვლენების განვითარება იქნება“.

 

თუ საუბარია ოპერაციაზე, რომელიც სირიის რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების, სირიის არაბული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იქნება მიმართული, ეს მოვლენების ყველაზე უარესი განვითარება იქნება,-აღნიშნა პესკოვმა.

 

ცოტა ხნის წინ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ იდლიბს ასადის რეჟიმისა და მისი მოკაშირეების ხელში არ დატოვებს.

 

შეგახსენებთ, სირიის ასადის რეჟიმი რუსეთის დახმარებით ქვეყნის ჩრდილოეთით ინტენსიურ შეტევებს ახორციელებენ. მედიის ინფორმაციით, მათ უკვე დაამყარეს იდლიბზე კონტროლი, ხოლო ამჟამად ბრძოლები ალეპოსა და იდლიბის მიმდებარე ტერიტორიებზე გრძელდება.

 

ანკარამ მოსკოვს არაერთხელ მოუწოდა, შეეჩერებინა მოკავშირე ასადის რეჟიმი, თუმცა, აღნიშნულს ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი