logo_geo
საფრანგეთში ცხრა ქალაქის მერებმა მოსახლოებას ავად ყოფნა აუკრძალეს
- +

19 თებერვალი. 2020. 20:29

 

 

„საფრანგეთის დასავლეთ რეგიონის ცხრა ქალაქის მერებმა მოსახლოებას ავად ყოფნა აუკრძალეს,“ – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ცხრა ქალაქის მერის გადაწყვეტილება სიმბოლურია და ამ ჟესტით მათ სურთ, მთავრობის ყურადღება მიიქციონ, რადგან ქალაქებში ექიმების ნაკლებობაა.

 

დოკუმენტში, რომლითაც მოსახლეობას ავად გახდომა ეკრძალება ასევე ნათქვამია, რომ ეფექტური სამედიცინო სერვისების მისაღებად მოქალაქეებს პარიზში წასვლა მოუწევთ.

 

მერები ამბობენ, რომ ბრძანებას იურიდიული დატვირთვა არ გააჩნია.

 

საფრანგეთის ცხრა ქალაქის მერების თქმით, რეგიონში მცხოვრები 560 000 ადამიანიდან 70 000-ს ექიმთან წვდომა არ აქვს.

 

 

big_banner
არქივი