logo_geo
ანგელა მერკელი: არ ჩავერევი იმ საკითხში, თუ ვინ იქნება კანცლერობის კანდიდატი
- +

19 თებერვალი. 2020. 22:56

 

 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ არ ჩაერევა პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ (რომლის ლიდერიც თავად იყო) ლიდერის არჩევის პროცესში.

 

 

შესაბამისი განცხადება მან მას მერე გააკეთა, რაც პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ანნეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

 

„არ ვაპირებ ჩავერიო იმ საკითხში, თუ ვინ იქნება „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ მომავალი თავჯდომარე, ან ვინ იქნება კანცლერობის კანდიდატი“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

 

მისი თქმით, დაგროვებული გამოცდილება იმაზე მეტყველებს, რომ წინამორბედები არ უნდა ერეოდნენ მსგავს პროცესებში. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიალოგი არ ექნება მომავალ კანდიდატებთან.

 

ანგელა მერკელმა „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის პოსტზე ხელახლა დანიშვნაზე უარი 2018 წლის ოქტომბერში, გერმანიის შიდაპარტიულ არჩევნებამდე განაცხადა. მან აგრეთვე თქვა, რომ 2021 წლის შემდეგ, როდესაც ამოიწურება მისი, როგორც ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილების ვადა, პრეტენზიას აღარ გამოთქვამს რაიმე სახის პოლიტიკურ კანდიდატურებზე.

 

 

big_banner
არქივი