logo_geo
ფინეთში ელექტროენერგია უფასო გახდა
- +

20 თებერვალი. 2020. 00:23

 

 

ელექტროენერგიის ე.წ. მწვანე წყაროები თავის ეფექტიანობას ფინეთის ტერიტორიაზე ამტკიცებენ.

 

ენერგეტიკული ბირჟა Nord Pool იუწყება, რომ ორშაბათი, 17 თებერვალი, ფინეთის სახელმწიფო ელექტროენერგეტიკის ისტორიაში შევიდა – ის პირველად გახდა უფასო.

 

 

„ელექტროენერგიის ღირებულება უარყოფით ნიშნულზე დავიდა და ერთი მეგავატ/საათის ფასი მინუს 20 ევროცენტი გახდა“, – ნათქვამის ბირჟის ინფორმაციაში.

 

 

ასეთი ეფექტის მიღება ქარის ტურბინებით გახდა შესაძლებელი, რომლებიც ქარიან ამინდში სრული დატვირთვით მუშაობენ.

 

 

ფინეთში ელენერგიაზე რეკორდულად დაბალი ფასები მთელი ზამთრის განმავლობაში ფიქსირდება. ამას ჩვეულებრივი მომხმარებლებიც გრძნობენ – მათმა უმრავლესობამ იანვარში საშუალოდ კილოვატ/საათში 2,29 ევროცენტით ნაკლები გადაიხადა, ნოემბერთან შედარებით.

 

 

big_banner
არქივი