logo_geo
გერმანიაში მომხდარ სროლას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

20 თებერვალი. 2020. 11:19

 

გერმანიის ქალაქ ჰანაუში, რომელიც ფრანკფურტთან ახლოს მდებარეობს, სროლა იყო, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 9 ადამიანი დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია 5 დაშავებულის შესახებაც.

 

ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებები ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

 

თავდასხმა ჰანაუში 2 სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე ჩილიმ-ბარებზე განხორციელდა.

 

თავდამსხმელის ცხედარი პოლიციამ მოგვიანებით მის საცხოვრებელ სახლში იპოვა.

მასთან ერთად სამართალდამცველებს ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი დახვდათ. პოლიციის ინფორმაციით, ჯერჯერობით თავდასხმაში სხვა პირების მონაწილეობა არ დასტურდება.

 

თავდამსხმელი სავარაუდოდ მარტო მოქმედებდა. დანაშაულის მოტივი უცნობია.

 

big_banner
არქივი