logo_geo
უკრაინაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
- +

20 თებერვალი. 2020. 11:21

 

უკრაინაში ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ინციდენტი სუმის ოლქში, ქალაქ შოსტკაში მოხდა.

 

როგორც ცნობილია, შელაპარაკება ერთ-ერთ კაფეში დაიწყო და შემდგომ ქუჩაში გაგრძელდა.

 

25 წლის მამაკაცმა საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა.  ამასთანავე, შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბრალდებული ადგილიდან მიიმალა, თუმცა, ის სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს.

 

 

big_banner
არქივი