logo_geo
იაპონიის სანაპიროსთან კარანტინში მყოფი „Diamond Princess“-ის 2 მგზავრი კორონავირუსით გარდაიცვალა
- +

20 თებერვალი. 2020. 11:28

 

იოკოჰამას პორტში კარანტინში მყოფი საკრუიზო ლაინერის, „Diamond Princess“-ის ორი მგზავრი კორონავირუსით დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.

 

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მსხვერპლი ქალი და კაცია, რომელთა ასაკი 80 წელს აღემატება. ისინი გემიდან საავადმყოფოში 11 და 12 თებერვალს გადაიყვანეს.

 

ეს იოკოჰამას პორტში მდგარ ხომალდზე კორონავირუსით ინფიცირებულ მგზავრებს შორის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

 

იაპონიის ხელისუფლების ინფორმაციით, გემზე კორონავირუსის კიდევ 79 შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 620-მდე გაიზარდა.

 

19 თებერვალს ხომალდი პირველმა მგზავრებმა დატოვეს, რომელთაც კორონავირუსი არ გამოუვლინდათ. ისინი საკუთარ ქვეყნებში კარანტინს გაივლიან.

 

დღეს კი,  „Diamond Princess“ 600-მდე მგზავრმა უნდა დატოვოს.

 

შეგახსენებთ, საკრუიზო ლაინერი იაპონიის სანაპიროსთან, იოკოჰამას პორტში კარანტინში, კორონავირუსის დაფიქსირების გამო, 3 თებერვლიდან იმყოფება.

 

 

big_banner
არქივი