კანადაში, ქალაქ მონრეალთან ახლოს საავტომობილო მაგასტრალზე მასშტაბური ავტოკატასტროფა მოხდა.
ძლიერი თოვისა და ყინვისგან გამოწვეული ცუდი ხილვადობის გამო, რამდენიმე მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო რის შედეგადაც, ქალაქის მე-15 მაგისტრალზე ერთმანეთს 200-მდე ავტომობილი შეეჯახა
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 70 ადამიანი. 2 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ავარიის გამო მაგისტრალზე ორივე მიმართულებით მოძრაობა დროებით გადაიკეტა.