logo_geo
გერმანიის პრეზიდენტმა ქალაქ ჰანაუში მომხდარ მკვლელობებს ტერორისტული აქტი უწოდა
- +

20 თებერვალი. 2020. 16:11

 

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ქალაქ ჰანაუში მომხდარ მკვლელობებს ტერორისტული აქტი უწოდა.

 

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება არ შეასუსტებს ძალისხმევას, რომ ფედერალურ რესპუბლიკაში მშვიდობიანი თანაცხოვრება უზრუნველყოფილი იყოს.

 

გერმანიის პრეზიდენტმა დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

 

ჩემთვის შოკი იყო, როცა ჰანაუში ტერორისტული აქტის შესახებ შევიტყვე. დაღუპულების ახლობლებს სამძიმარს ვუცხადებ.

 

ყველა იმ ხალხს მხარდაჭერას ვუცხადებ, ვისაც რასიზმის საფუძველზე სიძულვილი ემუქრება. დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის მოქალაქეების უმეტესობა გმობს ამ დანაშაულს და რასიზმის, სიძულვილისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

 

19 თებერვლის საღამოს, მამაკაცმა ჩილიმბარში ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც კიდევ ერთი შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა.

 

ინციდენტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით, თავად თავდამსხმელიც დაღუპული აღმოაჩინეს.

 

დაღუპულთა უმეტესობა, სავარაუდოდ, ეთნიკური ქურთია. მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელს სავარაუდოდ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული შეხედულებები ჰქონდა.

 

 

big_banner
არქივი