ავსტრალიაში სამგზავრო მატარებელი, რომელიც სიდნეიდან მელბურნისკენ მიემართებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა. ამის შესახებ BBC წერს.
სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელში 160 ადამიანი იმყოფებოდა.
ამ ეტაპზე კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია.