logo_geo
თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო
- +

20 თებერვალი. 2020. 18:10

 

თურქეთმა სირიაში  სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას რუსეთის და სირიის მედია, ტელეარხ „ალ ჯაზირაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

 

ამავე ცნობით, თურქ სამხედროებთან ერთად სირიის შეიარაღებული ოპოზიცია იბრძვის.

 

შეტაკებები ინტენსიურია. თავის მხრივ, სამთავრობო არმია და რუსული ავიაცია თავდასხმებს იდლიბიზე ახორციელებენ, სადაც ოპოზიციის ძალების ნაწილია განთავსებული.

 

ცნობისთვის, გუშინ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სირიის მთავრობა და რუსეთი გააფრთხილა, რომ იდლიბს „რეჟიმის ხელში არ დატოვებდა“ და დასძინა, რომ ეს მისი „უკანასკნელი გაფრთხილებაა“.

 

 

big_banner
არქივი