logo_geo
ჩინეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 2 236-ს მიაღწია
- +

21 თებერვალი. 2020. 11:10

 

 

 

ჩინეთში ახალი კორონავირუსით კიდევ 118 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 236-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას, ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ 394 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 75 465-მდე გაიზარდა.

 

აღსანიშნავია, რომ გარდაცვალების 118 შემთხვევიდან 115 ხუბეის პროვინციაში, მათ შორის 99 - ქალაქ უხანში, დაფიქსირდა.

 

ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში გასული წლის დეკემბერში ხუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

 

გარდა ჩინეთისა, ვირუსის შემთხვევები 26 ქვეყანაში გამოვლინდა.

 

 

big_banner
არქივი