logo_geo
ირანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
- +

21 თებერვალი. 2020. 11:29

 

ირანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დილის რვა საათზე გაიხსნა. დეპუტატებს პირდაპირი და ფარული წესით ოთხი წლის ვადით ირჩევენ.

 

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 15 000 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული, მათგან 9 ათასამდე პირის დისკვალიფიკაცია მოხდა.

 

საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ქვეყნის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ. მან მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი