logo_geo
იტალიური ქალაქი მსურველებს უფასო საცხოვრებელს სთავაზობს
- +

21 თებერვალი. 2020. 11:58

 

იტალიის ქალაქ თეორაში, რომელიც კამპანიის რეგიონში მდებარეობს, სოციალური კამპანიის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.

 

კერძოდ, მთავრობა ქალაქში ცხოვრების ახალ მსურველებს ყოველთვიური ქირის ფულით უზრუნველყოფს.

 

მთავრობა ნებისმიერ პოტენციურ მსურველს, რომელიც ქალაქ თეორაში გადავა და იქ მინიმუმ სამი წელი იცხოვრებს, არა მხოლოდ ქირის ფულს აუნაზღაურებს, არამედ  ქალაქის სკოლებსა და ბაღებზე სოციალურ შეღავათებსაც დაუწესებს. ასევე ადგილობრივი სერვისების გადასახადსაც არ გადაიხდიან.

გარდა ამისა, თეორაში სახლის შეძენის მსურველთათვის, ადგილობრივი ხელისუფლება მზად არის, გრანტიც გასცეს.

 

 

ქალაქის მერის სტეფანო ფარინას განცხადებით, შეთავაზების მიზანი ქალაქში ახალი მცხოვრებლების მიზიდვაა.

 

ქალაქში უფასოდ დასვენებას, მხოლოდ ბავშვებიანი ოჯახი შეძლებენ.  მსურველებმა ქალაქის მერიის საიტზე ანკეტა შეავსონ.

 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კამპანიები იტალიის არაერთმა ქალაქმა წამოიწყო, თუმცა, ძირითად ისინი სახლების 1 ევროდ მიყიდვას სთავაზობენ მსურველებს.

 

თეორას ადმინისტრაციამ ამ სტრატეგიის შეცვლა გადაწყვიტა იქიდან გამომდინარე, რომ ფიქრობენ, 1 ევროდ ადამიანები სახლებს ყიდულობენ, თუმცა, შემდეგ საცხოვრებლად იქ აღარ გადადიან, რაც როგორც წესი, ამ შეთავაზების მთავარ მიზანს წარმოადგენს.

„მე არ მჯერა ცარიელი სახლების 1 ევროდ გაყიდვის, რომელიც ადამიანებს არ აღუძრავს სურვილს, იმ ქალაქებში იცხოვრონ. მყიდველები მსგავს შემთხვევაში უბრალოდ არდადეგების გასატარებლად ჩადიან იქ. ეს არ არის ვითარებიდან გამოსავალი. თუმცა, თუ ახალი მცხოვრებლები ჩამოვლენ, აქ იცხოვრებენ, ბავშვებს ადგილობრივ სკოლებში შეიყვანენ, აი, ეს კი იქნება ახალი ცხოვრება ქალაქისთვის“, - განაცხადა თეორას მერმა.

 

უფასო საცხოვრებლების დაჯავშანა უკვე დაწყებულია.

 

ფარინას თქმით, ორი იტალიური და ერთიც ბრაზილიური ოჯახი ქალაქ თეორაში უკვე გადავიდა.

 

აღსანიშნავია, რომ თეორას მოსახლეობა 1980 წლის ძლიერი მიწისძვრის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა. მისივე თქმით, წლის განმავლობაში თეორაში მხოლოდ ორი ბავშვი იბადება, 20 ადამიანი კი კვდება. ქალაქში, რომელიც იტალიის კამპანიის რეგიონში მდებარეობს, დაახლოებით 1 500 ადამიანი ცხოვრობს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი