logo_geo
გრიგორი კარასინი: თბილისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს სერგეი ლავროვი, სავარაუდოდ, არ დაესწრება
- +

21 თებერვალი. 2020. 12:59

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მაისში თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტერიალს, სავარაუდოდ, არ დაესწრება.

 

ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა გრიგორი კარასინმა, „იმედთან“ საუბარში განაცხადა.

 

მისივე თქმით, რუსეთის დელეგაცია მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა, ვინ შევა დელეგაციის შემადგენლობაში, ჯერ უცნობია.

 

„დაველოდოთ და ვნახავთ, თუ რა იქნება. მე სერგეი ლავროვის ნაცვლად ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ რუსეთის წარმომადგენელთა დონე მინისტერიალზე სხვა იქნება. ამის მიზეზია პირველ რიგში ის, რომ ასეთი აღელვებულია თქვენი საზოგადოება და არის რაღაც, რაც დასაფიქრებელია. თქვენი ოპოზიციაც ღელავს და სხვათა შორის, ხელს უშლის სხვა პრაქტიკული საკითხების გადაჭრასაც, მაგრამ ამაზე ახლა აღარ გვინდა. ეს უკვე ფილოსოფიაა. მე სენატორი ვარ და ნებისმიერი რამ შემიძლია ვიფიქრო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მინისტერიალში მონაწილეობას მივიღებთ და მონაწილეთა დონე განისაზღვრება მოგვიანებით“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

 

14-15 მაისს თბილისში ევროპის საბჭოს მინისტერიალი ჩატარდება, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ. რუსეთის დელეგაციას კი, ტრადიციულად, სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს.

 

 

big_banner
არქივი