logo_geo
ჩინეთის ციხეში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა
- +

21 თებერვალი. 2020. 16:34

 

ჩინეთში „ჟენჩენის“ ციხეში კორონავირუსის 200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 200 პატიმარია, დანარჩენი კი დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის წევრია. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

 

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ციხეში კორონავირუსზე ტესტი 2 077 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 200-ზე მეტი დადებითი იყო.

 

ყველა ინფიცირებული იზოლირებულია და მკურნალობას გადის.

 

ციხის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ციხეში ვირუსი ერთ-ერთი დაავადებული ოფიცრისგან გავრცელდა.

 

12 თებერვალს ერთ-ერთი თანამშრომელი გრიპის სიმპტომებით საავადმყოფოში მოათავსეს. მეორე დღეს ანალოგიური სიმპტომებით საავადმყოფოში ციხის კიდევ ერთი თანამშრომელი გადაიყვანეს.

 

 

big_banner
არქივი