logo_geo
დმიტრი პესკოვი: ტერორისტული დაჯგუფებები უნდა განეიტრალდნენ
- +

21 თებერვალი. 2020. 17:03

 

 

სირიის იდლიბის პროვინციაში რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირების საფრთხეზე, მოსკოვს ცუდ სცენარებზე საუბარი არ სურს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა.

 

დმიტრი პესკოვის თქმით, იდლიბის რეგიონში ვითარება შეშფოთებას იწვევს.

 

სირიელი სამხედროები, რომლებიც იდლიბში იმყოფებიან, ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლას აწარმოებენ. ეს ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებიც სირიის არმიის წინააღმდეგ აგრესიულ მოქმედებებს ახორციელებენ, უნდა განეიტრალდნენ“, – განაცხადა რუსეთს პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

 

იდლიბის რეგიონში რუსეთისგან მხარდაჭერილი სირიის არმია რადიკალური ჯგუფების და თურქეთის მოკავშირე ამბოხებული ოპოზიციის წინააღმდეგ ოპერაციას ახორციელებს. დეესკალაციის ზონის გასაძლიერებლად, თურქეთს სირიის საზღვრისკენ ჯარები გადაჰყავს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი