logo_geo
ირანში დღეს კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

21 თებერვალი. 2020. 17:55

 

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში დღეს კორონავირუსის დამატებით 13 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის შვიდი ქალაქ ყუმში, ოთხი დედაქალაქ თეირანში და ორი გილანის პროვინციაში.

 

„კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დღეისთვის ინფექციის 13 ახალი შემთხვევა ფიქსირდება“,-აცხადებს სამინისტროს წარმომადგენელი კიანუშ ჯაანპური.

 

ცნობისთვის გუშინ, ირანის ჯანდაცვის უწყებამ ყუმში მცხოვრებლებს რელიგიურ ღონისძიებებზე დასწრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

 

ამ დროისთვის, ირანში, ვირუსის სულ 18 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან ორი ლეტალურად დასრულდა.

 

 

big_banner
არქივი