logo_geo
ისრაელში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

21 თებერვალი. 2020. 17:59

 

 

ისრაელში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

 

ისრაელის მოქალაქე ქალი საკრუიზო ხომალდ „დაიმონდ პრინსესზე“ იმყოფებოდა, სადაც ვირუსი იყო გავრცელებული.

 

პაციენტი კარანტინში იმყოფება. ის კორონავირუსით ქვეყანაში არ დაინფიცირებულა“,-აცხადებენ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

სულ ხომალდით ისრაელის 11 მოქალაქე მგზავრობდა, თუმცა 21 თებერვლის მონაცემებით, დანარჩენ 10 ადამიანს ვირუსი არ დაუდგინდა.

 

ბოლო მონაცემებით, ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში, ჩინეთში, კორონავირუსს 2 236 ადამიანი ემსხვერპლა, დაინფიცირებული კი 75 465 ადამიანია.

 

 

big_banner
არქივი