logo_geo
ვლადიმერ პუტინი: რუსეთისა და უკრაინის შესაძლებლობების გაერთიანება ევროპასა და მსოფლიოში კონკურენტის შექმნას ნიშნავს
- +

21 თებერვალი. 2020. 22:46

 

 

„რუსეთისა და უკრაინის შესაძლებლობების გაერთიანება ევროპასა და მსოფლიოში გლობალური კონკურენტის შექმნას ნიშნავს, რაც არავის სურს,“ – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  განაცხადა.

 

ვლადიმერ პუტინის თქმით, აღნიშნული მიზეზის გამო, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ორი ქვეყანა ერთმანეთს დააშორონ. რუსეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქვეყნები ცდილობენ რუსეთისა და უკრაინის დაშორებას.

 

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ის, ვინც უკრაინას ხელმძღვანელობდა ან უკრაინის ხელისუფლებამდე მიაღწია, მხოლოდ პირად ინტერესებს ემსახურებოდნენ.

 

„და ვინ არიან ისინი? არა მხოლოდ გამოიმუშავონ მეტი ფული უკრაინელი ხალხის ძარცვით, არამედ შეინახონ, რაც აქამდე მოიპარეს – ეს არის მთავარი დავალება. სად არის ფული? – უცხოეთის ბანკებში“, – განაცხადა პუტინმა.

 

 

big_banner
არქივი