დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეული ფილმის, „პარაზიტებისთვის“ ოსკარის გადაცემის გამო უკმაყოფილოა. ამის შესახებ მან კოლორადოში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს.
„ჩვენ პრობლემები გვაქვს სამხრეთ კორეასთან ვაჭრობის სფეროში და ამ დროს მათ აჯილდოვებენ საუკეთესო ფილმის ნომინაციაში. ნუთუ ეს ნორმალურია? ასეთი რამ ადრე ხდებოდა?“, - აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.
სამხრეთ კორეელი რეჟისორის, ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი „პარაზიტი“ ოსკარის წლევანდელი დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა. ფილმი საუკეთესოდ 3 ნომინაციაში აღიარეს.