logo_geo
ტედროს გებრეიესუსი: კორონავირუსის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობა მცირდება
- +

22 თებერვალი. 2020. 11:22

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობა სულ უფრო მცირდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერების ფანჯარა სულ უფრო ვიწვროვდება. 

 

შეშფოთებულები ვართ ახალი შემთხვევების რაოდენობით, რომლებსაც ეპიდემიის ეპიცენტრთან კავშირი არ აქვთ, ვგულისხმობ მოგზაურობის ისტორიას ან კონტაქტს დაავადებულთან“, - განაცხადა გებრეიესუსმა. 

 

 

ეს განცხადება ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კორონავირუსი ლიბანში, ირანსა და ისრაელში გამოვლინდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, თუ საერთაშორისო საზოგადოება სწრაფ მობილიზებას ვერ შეძლებს, დაავადება ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება გავრცელდეს.

 

ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსს უკვე 2200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 75 ათასზე მეტი კი დაინფიცირდა. ამას გარდა, დაავადების 1150 და გარდაცვალების ათზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი მსოფლიოს 27 ქვეყანაში.

 

big_banner
არქივი