logo_geo
ირანში კორონავირუსის გავრცელების გამო, რამდენიმე ქვეყანა სპეციალურ ზომებს იღებს
- +

22 თებერვალი. 2020. 11:58

 

ლიბანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ვირუსი ქვეყანაში ირანიდან შესულ 45 წლის ქალს დაუდგინდა. ქვეყანაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის სიმპტომები ირანიდან ჩამოსულ კიდევ რამდენიმე პირს აღენიშნება.

 

ამასთან, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ნებისმიერი პირი, ვინც ირანიდან თურქეთში შესვლას შეეცდება, სპეციალურ შემოწმებას გაივლის.

 

ირანთან პირდაპირი ავიამომოვლა შეწყვიტა და საზღვარი ჩაკეტა მეზობელმა ერაყმაც, სადაც ჯერჯერობით კორონავირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

 

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად ირანთან ავიამიმოსვლა დროებით შეაჩერა ქუვეითმაც. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქუვეითის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

 

ამასთან, ქუვეითში შესვლა აეკრძალება ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ირანშია ნამყოფი. ირანიდან დაბრუნებული ქუვეითის მოქალაქეები კი, ორკვირიან კარანტინს გაივლიან.

 

ცნობისთვის: ირანის რამდენიმე ქალაქში კორონავირუსით ინფიცირების 18 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის შედეგად გამოწვეულმა ფატალურმა შემთხვევებმა კი, ოთხს მიაღწია.

 

 

big_banner
არქივი