logo_geo
შტორმის გამო პორტუგალიაში გიგანტური ტალღები წარმოიშვა
- +

22 თებერვალი. 2020. 12:27

 

პორტუგალიაში, ნაზარეში მდებარე პლაჟი პრაია დო ნორტე მსოფლიოში ცნობილია უზარმაზარი ტალღებითა და სერფინგისთვის შესანიშნავი პირობებით.

 

თუმცა, ხალხი მას არამარტო სერფინგისთვის, არამედ მძვინვარე ოკეანისთვის ფოტოს გადასაღებადაც სტუმრობს.

 

ამჯერად ტურისტებს უფრო მეტად გაუმართლათ და ისინი შთამბეჭდავი სანახაობის მომსწრე გახდნენ.

 

ქარიშხალ „დენისის“ გამო იმდენად მაღალი ტალღები გაჩნდა, რომ მაშველებმა ადგილობრივ მეთევზეებსა თუ სერფინგისტებს ურჩიეს, ოკეანესგან თავი შორს დაეჭირათ.

 

მიუხედავად ყველაფრისა, შორიდან მძვინვარე ტალღისთვის ფოტოს გადაღება მაინც უსაფრთხო იყო.

 

 

 

big_banner
არქივი