logo_geo
იტალიაში კორონავირუსით 78 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
- +

22 თებერვალი. 2020. 13:04

 

იტალიაში კორონავირუსის ერთდროულად 16 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ვირუსის სავარაუდო წყარო  იტალიის 38 წლის მოქალაქეა.

 

ვირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა ლომბარდიის რეგიონში, ხოლო ორი შემთხვევა - ვენეტოში. დაინფიცირებულებს შორის 5 ექიმია. დაფიქსრიდა გარდაცვალების შემთხვევაც.

 

გარდაცვლილი ქალაქ პადუაში მცხოვრები 78 წლის მამაკაცია.

 

საფრანგეთში გარდაცვლილი ჩინეთის მოქალაქის შემდეგ ეს ევროპის ტერიტორიაზე კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.

 

 

ხელისუფლებამ იმ ქალაქებში, სადაც ვირუსი გამოვლინდა, სასწავლო დაწესებულებები დახურა.

 

გავრცელებული ინფორმაციით კორონავირუსის ეპიდემიის გამო იტალიამ შესაძლოა საზღვრები ჩაკეტოს, თუმცა პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე აცხადებს, რომ ჯერჯერობით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

 

 „უახლოეს საათებში დაინფიცირების ზონა უნდა შევზღუდოთ. ვირუსი გარკვეულ რეგიონს არ უნდა გასცდეს. იტალია მზადაა, ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ გეგმაზე ვმუშაობდით, ვინაიდან ნათელი იყო, რომ ეს ჩვენთანაც მოხდება. ახლა ჩვენს მიერ მომზადებული გეგმა უნდა ავამუშავოთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანცამ.

 

 

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 2200-ს გადააჭარბა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 75 ათასს გასცდა.

დღემდე გამოჯანმრთელებულია კორონავირუსით დაინფიცირებული 18 345 პაციენტი.

 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი