logo_geo
ინდონეზიაში წყალმოვრდნას 8 მოზარდი ემსხვერპლა
- +

22 თებერვალი. 2020. 13:26

 

ინდონეზიის კუნძულ იავაზე წყალმოვარდნას 8 მოზარდი ემსხვერპლა.

ამ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

 

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სკოლის მოსწავლეები მდინარესთან ახლოს კარვებში ღამეს ათევდნენ.

 

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა რვა ბავშვის ცხედარს მიაგნეს და ამ დრომდე კიდევ ორ მოზარდს ეძებენ. მაშველებმა 23 ბავშვის გადარჩენა მოახერხეს.

 

სამაშველო სამუშაოებში 500-მდე მაშველია ჩართული. სკოლის მოსაწვლეები, რომელთა ასაკიც 12-დან 15 წლამდე იყო, მდინარის პირას სასკოლო ექსკურსიის ფარგლებში იმყოფებოდნენ.

 

 

big_banner
არქივი