logo_geo
„მეგობრები“ ეთერს უბრუნდება
- +

22 თებერვალი. 2020. 14:04

 

 

პოპულარული სერიალი „მეგობრები“ სატელევიზიო ეკრანს დაუბრუნდება.

 

BBC-ის ცნობით, სერიალის გმირები სპეციალური სატელევიზიო პროექტის სახით „HBO Max“-ის ეთერში გამოჩნდებიან.

 

თუმცა ჯერჯერობით უცნობია, პროექტს სერიალის ფორმატი ექნება თუ ფილმის. მისი გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

 

სატელევიზიო პროექტში მონაწილეობას ექვსივე მთავარი გმირი მიიღებს.

 

ეთერს ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი, ლიზა კუდროვი, მეთ ლიბლანკი, მეთიუ პერი და დევიდ შვიმერი ისევ დაუბრუნდებიან.

 

ჯენიფერ ენისტონმა, კორტნი კოქსმა, ლიზა კუდროუმ, მეთიუ პერიმ, დევიდ შვიმერმა და მეთ ლიბლანკმა ამის შესახებ სოციალურ ქსელებში უკვე განაცხადეს.

 

„ეს ხდება“, - წერს „ინსტაგრამზე“ აღფრთოვანებული მეთიუ პერი.

 

მონაწილეობისთვის, სავარაუდოდ, თითოეული მსახიობი 2,5 მილიონ დოლარს მიიღებს.

 

„გამოიცანით, შეიძლება ასე დავარქვათ ახალ პროექტს, სადაც ყველა ერთად დაბრუნდება.

ჩვენ ყველანი ვერთიანდებით ჯენიფერთან, კორტნისთან, ლიზასთან, მეთიუსთან,  დევიდთან და მეთთან ერთად“, – განაცხადა არხის ოფიცერმა კევინ რილიმ.

 

სერიალ „მეგობრების“ პირველი სეზონი ეთერში 1994 წელს გავიდა და 2004 წლამდე იღებდნენ. ის მალევე გახდა საკულტო შოუ. ფინალურ ეპიზოდს ამერიკის შეერთებულ შტატებში 52 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა. „მეგობრები“ პოპულარობას დღემდე არ კარგავს.

 

2018 წელს სერიალი ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე საყვარელ შოუებს შორის მეორე ადგილზე გავიდა.

 

 

 

big_banner
არქივი