logo_geo
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა გამოვლინდა
- +

22 თებერვალი. 2020. 16:05

 

 

იტალიაში კორონავირუსით მეორე პაციენტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „The Sun“ ავრცელებს.

 

მეორე ფატალური შემთხვევა მილანში დაფიქსირდა. გარდაცვლილი ქალია, თუმცა, მისი ასაკი უცნობია. კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

ამ დრომდე, ჩრდილოეთ იტალიაში კორონავირუსის 30 შემთხვევა ფიქსირდება. იტალიაში ახალი კორონავირუსით პირველი დაღუპული 77 წლის მამაკაცი იყო.

 

 

რეგიონში კორონავირუსის გავრცელების რისკებთან დაკავშირებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარკვეული ღონისძიებების გადადება გადაწყვიტა. დროებით შეჩერდა სკოლების, სპორტული ცენტრებისა და ბარების ფუნქციონირებაც.

 

ცნობისთვის ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსს უკვე 2200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 75 ათასზე მეტი კი დაინფიცირდა.

 

ამას გარდა, დაავადების 1150 და გარდაცვალების ათზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი მსოფლიოს 27 ქვეყანაში.

 

big_banner
არქივი