logo_geo
ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპზე: პუტინის მარიონეტი რუსეთის დახმარებას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს
- +

22 თებერვალი. 2020. 16:05

 

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თეთრი სახლის ლიდერს დონალდ ტრამპს პუტინის მარიონეტი უწოდა.

 

„პუტინის მარიონეტი რუსეთის დახმარებას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. მან კარგად იცის, რომ ამის გარეშე ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს“, - წერს კლინტონი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

 

აღსანიშნავია, რომ  ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეორე ვადით იყრის კენჭს. ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი უკვე შეარჩია.

 

ცნობისთვის: ამერიკული სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ რუსეთი დონალდ ტრამპს პრეზიდენტად ხელახლა არჩევაში უკვე ეხმარება.

ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემები წერდნენ.

 

 

big_banner
არქივი