logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: დღეს ჩვენი იმედები მიმართულია გაერთიანებული საქართველოს მომავლისკენ
- +

22 თებერვალი. 2020. 16:41

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წლისთავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა.

 

„ორი წლის წინ არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა მოკლა.

 

დღეს ჩვენ, როგორც ერი, ვიხსენებთ ამ ტრაგიკულ დღეს. ჩვენი იმედები მიმართულია გაერთიანებული საქართველოს მომავლისკენ, სადაც მსგავსი ტრაგედია აღარასდროს მოხდება“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილია.

 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. დღეს წილკანში ქართველი გმირის სახელობის სკვერიც გახსნეს.

 

ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, დაბა ახალგორში დააკავა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს.

 

 

 

big_banner
არქივი