logo_geo
სამხრეთ კორეაში ერთ დღეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა გაორმაგდა
- +

22 თებერვალი. 2020. 17:55

 

 

სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი გაორმაგდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

 

ოფიციალური მონაცემებით, ამ პერიოდში სამხრეთ კორეაში ვირუსის 229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად, კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი ქვეყანაში 433-მდე გაიზარდა.

 

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაავადება ახალ, სერიოზულ ფაზაში გადავიდა.

 

ახალი შემთხვევების უმეტესობა ქალაქებს დეგუს და ჩონგდოს უკავშირდება, სადაც სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.

 

სწორედ ამიტომ, აღნიშნულ ქალაქებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი ხელისუფლება განსაკუთრებულ ზომებს იღებს.

 

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულების ყველაზე დიდი მაჩვენებელია დაფიქსირებული.

 

ქვეყანაში კორონავირუსით ორი პაციენტია დაღუპული.

 

ცნობისთვის: ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსს უკვე 2200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 75 ათასზე მეტი კი დაინფიცირდა.

 

ამას გარდა, დაავადების 1150 და გარდაცვალების ათზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი მსოფლიოს 27 ქვეყანაში.

 

big_banner
არქივი