logo_geo
ინდოეთში გეოლოგებმა 3 ათასი ტონა ოქრო იპოვეს
- +

22 თებერვალი. 2020. 18:59

 

ინდოეთში გეოლოგებმა დიდი რაოდენობით ოქრო იპოვეს, რომელიც ქვეყნის ოქროს მარაგს 5-ჯერ აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას „India Today“ ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, 3 ათას ტონა ოქროს უტარ-პრადეშის შტატში, სონბჰადრას ოლქში მიაკვლიეს. ნაპოვნი ოქროს ღირებულება 12 ტრილიონ რუპიას აღემატება.

 

გეოლოგიური სამუშაოები სონბჰადრაში 1992 წლიდან ტარდება.

 

მსოფლიო ოქროს საბჭოს მონაცემებით, ინდოეთის ოქროს რეზერვი 626 ტონაა.

 

ამრიგად, ინდოეთი, შესაძლოა, მსოფლიოში ოქროს მარაგის მხრივ, მეორე ადგილზე აღმოჩნდეს.

 

პირველ ადგილს იკავებს აშშ, სადაც ოქროს ყველაზე დიდი  მარაგია დაგროვილი,  კერძოდ კი - 8133.5 ტონა.

 

 

big_banner
არქივი