logo_geo
ირანში კორონავირუსი მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული
- +

22 თებერვალი. 2020. 19:10

 

 

ირანის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ კორონავირუსი არა მარტო ყუმში, არამედ ბევრ ქალაქშია გავრცელებული.

 

„არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თავდაპირველად კორონავირუსი ყუმის ქალაქში დაფიქსირდა, ახლა კი მრავალ ქალაქშია გავრცელებული, მათ შორის: თეირანში, ბაბოლში, არაკში, ისპაანში და სხვა ქალაქებში“, – განაცხადეს სამინისტროში.

 

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსი სავარაუდოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული. ირანში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. მათი თქმით, გავრცელებული ცნობები ძალიან „სანერვიულოა“.

 

ქვეყანაში ოფიციალური ცნობით, ამ დროისთვის კორონავირუსით 5 ადამიანი დაიღუპა. მეზობელმა ერაყმა და თურქეთმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა.

 

წყარო: resonancedaily.com

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი