logo_geo
სამხრეთ აფრიკელმა პასტორმა რწმენის გამოსაცდელად მრევლს ვირთხის საწამლავი დაალევინა
- +

23 თებერვალი. 2020. 21:19

 

 

სამხრეთ აფრიკელმა პასტორმა, სახელად "ნათელი მონიეკი", ე.წ. "ზებუნებრივი წირვის" შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა, რომ მისი მრევლი არ უნდა შეუშინდეს სიკვდილს, რადგან ისინი რწმენაში არიან და არ დაიხოცებიან, თუნდაც ვირთხის საწამლავი დალიონ.

ამ სიტყვების შემდეგ მონიეკიმ ფართოდ გავრცელებული საწამლავი Rattax წყლიან ბოთლში ჩაასხა და მრევლს მოუწოდა ეს მოწამლული წყალი დაელიათ. პირველი ყლუპი ბოთლიდან თავად მონიეკიმაც მოსვა, რის შემდეგადაც მრევლი თავისი ფეხით გაემართა პასტორისკენ, რათა მოწამლული სითხე მიეღოთ.

 

როგორც მოსალოდნელი იყო მრევლი მოიწამლა. რამდენიმე ხნის შემდეგ მუცლის ტკივილის ჩივილით 18 ადამიანი საავადმყოფოშ გადაიყვანეს, სადაც 5 მათგანი გარდაიცვალა.

 

მონიეკი მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

 

"ძალიან ბევრი კარგი შეიძლება ცუდიც იყოს," ეს არის ერთადერთი რაც მან განაცხადა.

 

მომხდარზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა, პასტორს, სავარაუდოდ, არავინ დასჯის, რადგან მრევლმა საწამლავი საკუთარი სურვილით და შეიძლება ითქვას, სიხარულით მიიღო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი