logo_geo
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა
- +

24 თებერვალი. 2020. 00:16

 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. დაშავებულია 50 ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

 

დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ისინი მართვით სუნთქვაზე არიან.

 

5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთ-ირანის საზღვართან მოხდა. პირველი ბიძგი ადგილობრივი დროით 9:24 საათზე ქოტურის ოლქში, ექვსი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მეორე, განმეორებითი ბიძგი კი 19:30 საათზე დაფიქსირდა ქალაქ ხოისთან.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი