logo_geo
მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 2 619-მდე გაიზარდა
- +

24 თებერვალი. 2020. 10:57

 

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 150 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2 592-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, უშუალოდ ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 409 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 77 150-ს მიაღწია.

 

რაც შეეხებება გლობალურ სტატისტიკას, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 2 619 ადამიანია გარდაცვლილი, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 79 356-ს აღწევს.

 

ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსი 30 სახელმწიფოშია დაფიქსირებული.

 

ცნობისთვის, 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

 

 

big_banner
არქივი