logo_geo
სომხეთი ირანთან საჰაერო მიმოსვლას შეაჩერებს
- +

24 თებერვალი. 2020. 11:01

 

 

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სომხეთის მთავრობა ირანთან საზღვრის ორი კვირით ჩაკეტვას აპირებს.

 

ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა.

 

მისი ინფორმაციით, ორი კვირის განმავლობაში ქვეყანა ირანთან საზღვარს ჩაკეტავს და საჰაერო მიმოსვლას შეაჩერებს.

 

 

„პატივცემულო თანამემამულენო, მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, ორი კვირით ჩაიკეტოს საზღვარი ირანთან. ასევე შეწყდება ავიამიმოსვლა ჩვენს ქვეყნებს შორის და ირანთან საზღვარზე ხალხის შემოშვება“, - დაწერა ფაშინიანმა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც ვირუსის პრევენციის შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებენ.

 

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პანიკის გავრცელების საფუძველი არ არსებობს“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

 

შეგახსენებთ, ირანში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 43-ია. სომხეთის გარდა ქვეყანასთან საზღვრები ჩაკეტეს თურქეთმა, ავღანეთმა და პაკისტანმა.

 

 

big_banner
არქივი