logo_geo
დონალდ ტრამპი: მე მსურს, რომ უკრაინამ და რუსეთმა თანხმობას მიაღწიონ
- +

24 თებერვალი. 2020. 11:09

 

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს, უკრაინა და რუსეთი ერთმანეთში მორიგდნენ.

 

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მას უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე ჰკითხეს.

 

„მე მსურს, რომ უკრაინამ და რუსეთმა თანხმობას მიაღწიონ. ვისურვებდი, ისინი დაახლოვდნენ.

 

ერთმანეთში თუ მორიგდებიან, ეს შესანიშნავი იქნება მსოფლიოსთვის. თუ უკრაინა და რუსეთი რაიმე შეთანხმებას მიაღწევენ, ეს ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 

big_banner
არქივი