logo_geo
ქუვეითში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი სამი შემთხვევა გამოვლინდა
- +

24 თებერვალი. 2020. 11:57

 

 

ქუვეითში კორონავირუსით ინფიცირების პირველი სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო KUNA,  ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ყველა ინფიცირებული ქუვეითში ირანის ქალაქ მეშხედიდან ჩავიდა.

 

ქუვეითის ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთი დაავადებული ქუვეითის 53 წლის მოქალაქეა, მეორე - საუდის არაბეთის 61 წლის მოქალაქე, ხოლო მესამე, 21 წლის პაციენტის მოქალაქეობა ჯერ დაუდგენელია.

 

ხელისუფლების ცნობით, ინფიცირებულები ექიმების დაკვირვების ქვეშ არიან.

 

ცნობისთვის მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 2 619-მდე გაიზარდა.

 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი