logo_geo
კანარის კუნძულებს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა
- +

24 თებერვალი. 2020. 12:29

 

 

კანარის კუნძულებს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა. კუნძულებს ქვიშის ქარიშხალი თავს საჰარიდან დაატყდა.

 

ადგილობრივების ცნობით, კანარის კუნძულები მარსს დაემსგავსა.

 

„ბიბისის“ ინფორმაციით, სტიქიის გამო, ადგილობრივი აეროპორტებიდან ავიარეისების შესრულება დროებით გადაიდო.

 

მოგვიანებით, აეროპორტების ნაწილში მუშაობა განაახლეს. დახურულია მხოლოდ სამხრეთ ტენერიფეს აეროპორტი.

 

ხილვადობა გზებზე მინიმალური იყო.

 

ესპანეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგურის ცნობით, ქარის სიჩქარე კანარის კუნძულებზე 120კმ/სთ-ს აღწევდა და ასეთი ამინდი დღესაც შენარჩუნდება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, 20-30 წლის განმავლობაში ეს ყველაზე ძლიერი ქარიშხალია.

 

სტიქია სიძლიერის გამო კოსმოსიდანაც ფიქსირდებოდა.

 

 

 

big_banner
არქივი