logo_geo
ჩინეთში 195 ადამიანს კორონავირუსი განმეორებით დაუდგინდა
- +

24 თებერვალი. 2020. 13:42

 

ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსით განმეორებით დაინფიცირების 195 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

 

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ანგარიშში არ არის მითითებული, რითი არის გამოწვეული ვირუსით ხელმეორედ ინფიცირების შემთხვევები.

 

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ 22 თებერვალს ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის შედეგად გამოჯანმრთელებული ადამიანების 14-დღიან კარანტინში მოთავსების განკარგულება გასცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქალაქ უხანში რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტის ანალიზებში ინფექცია ხელახლა აღმოაჩინეს.

 

ცნობისთვის, ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 150 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2 592-მდე გაიზარდა.

 

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი