logo_geo
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის გამო, იტალიასთან საზღვრის ჩაკეტვას აზრი არ აქვს
- +

24 თებერვალი. 2020. 14:15

 

„იტალიასა და საფრანგეთს შორის საზღვრის ჩაკეტვა აუცილებელი არ არის“, - ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა ტელეკომპანია „France 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, იტალიასთან საზღვრის ჩაკეტვას „აზრი არ აქვს“.

 

„ვირუსი საზღვრებთან არ ჩერდება. მიზანშეწონილი არ არის საუბარი იმაზე, რომ იტალიაში ეპიდემიაა. იტალიის ხელისუფლებამ საჭირო ზომები მიიღო, რათა თავიდან აეცილებინა ეპიდემია. სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას“, - განაცხადა მინისტრმა.

 

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსს 3 ადამიანი ემსხვერპლა.

 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი