logo_geo
ავსტრალიაში გიგანტური ობობა დააფიქსირეს
- +

24 თებერვალი. 2020. 16:26

 

 

ავსტრალიელი პატრიკ ბერგი ქალაქ ბადერიმში, ზღვის სანაპიროსთან საკუთარ დასთან ბარბექიუზე ჩავიდა.

 

სანამ სუფრა იშლებოდა, ის ავტოფარეხთან მივიდა, სადაც ის მოულოდნელობისგან გაშეშდა.

 

შესასვლელთან მას გიგანტური ოქროს ობობა - ნეფილა დახვდა.

 

ოქროს ობობის ტანის სიგრძე დაახლოებით შვიდი სანტიმეტრი იყო, ხოლო საცეცებთან ერთად 17 სანტიმეტრს აღწევდა.

 

„დიდი ობობები მინახავს, მაგრამ არც ამხელები. ეს ობობა ნამდვილი მონსტრი იყო“, - განუცხადა ბერგმა „Daily Mail Australia“-ს.

 

„არ შემშინებია. ვფიქრობ, ისინი დიდებული არსებები არიან“, - განმარტავს ბერგი.

 

ბერგმა ობობის ზომის უკეთ აღსაქმელად ნეფილას სიძის ხელის ფონზე გადაუღო ფოტო.

 

 

big_banner
არქივი