logo_geo
დონალდ და მელანია ტრამპები ტაჯ-მაჰალს ეწვივნენ
- +

24 თებერვალი. 2020. 19:01

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა ინდოეთში ვიზიტის დროს ქალაქ აგრაში მდებარე ტაჯ-მაჰალი დაათვალიერეს.

 

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

ეს დონალდ ტრამპის პირველი ვიზიტია ინდოეთში.

 

ამერიკის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ინდოეთში დღეს დილით ჩაფრინდა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდა.

 

დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ორი ქვეყნის ლიდერი ხვალ გააგრძელებს. მოლაპარაკებების მთავარი თემა სავაჭრო ურთიერთობები იქნება.

 

დონალდ ტრამპი ინდოეთში 36-საათიანი ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა ინდოეთის პრემიერ მინისტრ ნარენდრა მოდის და ერთ-ერთ სტადიონზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.

 

მან აღნიშნა, რომ „ინდოეთს ყოველთვის ექნება განსაკუთრებული ადგილი ამერიკელების გულებში“.

 

დონალდ ტრამპსა და მელანია ტრამპს აგრაში საზეიმო მიღებაც მოუწყვეს.

 

 

big_banner
არქივი