logo_geo
მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 2 698-მდე გაიზარდა
- +

25 თებერვალი. 2020. 11:49

 

 

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 2 698-მდე გაიზარდა, აქედან 2 663 ადამიანი ჩინეთშია დაღუპული, 35 კი - მის ფარგლებს გარეთ.

 

 ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ვირუსს ირანში 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამხრეთ კორეასა და იტალიაში - 7-7, იაპონიაში - 4, ჰონგ-კონგში -2, გარდაცვალების თითო შემთხვევაა დაფიქსირებული ფილიპინებში, საფრანგეთსა და ტაივანში.

 

რაც შეეხება დაინფიცირების შემთხვევებს, მსოფლიოში ვირუსი 80 067 ადამიანს გამოუვლინდა, აქედან 77 658 შემთხვევა ჩინეთშია დაფიქსირებული.

 

ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების შესახებ 2019 წლის 31 დეკემბერს განაცხადა.

 

ჩინეთის გარდა ვირუსი 30-მდე ქვეყანაშია გავრცელებული.

 

 

big_banner
არქივი